22.12.2013

დღე 9

2013 წლის 22 დეკემბერი, მეცხრე სატრენინგო დღე
ჩვენი ძალიან ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგის ბოლო დღე. დაუღალავმა ნათიამ ენერგიულად გაგვაცნო დღის გეგმა და დაიწყო....
პირველ რიგში გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები და შევამოწმეთ იყო თუ არა ყველა საჭირო ფაილი ადგილზე. აღმოჩნდა, რომ იყო. შემდეგ მოვახდინეთ ჩვენი საქაღალდის გადატანა ბლოგზე. აქ პატარა შესვენებამაც მოგვისწრო და გემრიელად მივირთვით ინტელ-ტორტი. სამუშაო დღის მეორე ნახევარში დავიწყეთ ჩვენი პროექტის გეგმების პრეზენტაცია. თითოეულ გამომსვლელს უფლება მიეცა 6 წუთის განმავლობაში მოეხდინა თავისი პროექტის გაცნობა. როგორც აღმოჩნდა ნათიას დაავიწყდა ჩემთვის წამზომის ჩართვა, მე კიდევ ქანცი გამძვრა ისე ვახდენდი პრეზენტაციას.
ტრენინგი დასრულდა....
ნათიამ ჩვენდა მოულოდნელად სერთიფიკატები ადგილზევე გადმოგვცა...
თბილი სიტყვებით და სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ნახვამდის მეგობრებო! მომავალ ტრენინგამდე!

7 комментариев:

  1. ნახვამდის ჯაბა, მომავალ ტრენინგამდე! წარმატებებს გისურვებთ, ძალიან, სულ ძალიან საინტერესო იყო თქვენთან თანამშრომლობა! :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ნათია სიტყვა "მადლობა" არ შეესაბამება იმ მადლიერებას, რასაც შენ თესავ პედაგოგებში... მაგრამ მაინც მადლობა. :)

      Удалить
  2. მართალი ხარ ჯაბა, ნათიას დიდი მადლობა!

    ОтветитьУдалить
  3. ჯაბა, თქვენს რეფლექსიას უკვე ისე ვკითხულობ, როგორც პატარა ლიტერატურულ ეპიზოდს, ამიტომ ხშირად გეწვევით ხოლმე ბლოგზე რაიმე საინტერესოს მოლოდინში.

    ОтветитьУдалить
  4. მართლაც რომ ძალიან სასარგებლო ტრენინგი იყო. მწყინს, რომ დამთავრდა.

    ОтветитьУдалить