2013 წლის 1 დეკემბერი, Intel-ის ტრენინგის მესამე დღე: ვინაიდან წინა სატრენინგო დღის განმავლობაში ინტერნეტთან წვდომა შეზღუდული იყო ბლოგზე რეფლექსია დღეს გავაკეთეთ. ბლოგებთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერი დღე გვქონდა: ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება, ბლოგის დიზაინის შეცვლა, ჩანართების გაკეთება. ყოველივე ამის შემდეგ გადავედით Intel-ის მეორე მოდულზე, სასწავლო პროექტების დაგეგმვა, რომლის ფარგლებშიც გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს, მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი). ბოლო საინტერესო აქტივობა იყო დოკუმენტის გაზიარება google drive-ის მეშვეობით. დოკუმენტების გაზიარების დროს საკმაოდ ვიხალისეთ ჩათის მეშვეობით. კიდევ ერთი ნაყოფიერი დღე დასრულდა. მომავალ შაბათამდე მეგობრებო.
ჩვენ რომ დღეს ყავა გვქონოდა უფრო აქტიურები არ ვიქნებოდით? :–D
ОтветитьУдалитьabaa gamovasworot eg shecdoma:)))
ОтветитьУдалитьნაყოფიერად გიმუშავიათ. წარმატებები!
ОтветитьУдалитьსაოცარი შეჯამებაა, არაფერია გამორჩენილი,ყოჩაღ! უბრალოდ იმახსოვრებთ თუ სადმე ინიშნავთ? მართლა ღირს თქვენგან "შპარგალკის" გადაწერა.
ОтветитьУдалить