15.12.2013

დღე 7

2013 წლის 15 დეკემბერი, მეშვიდე სატრენინგო დღე.
თოვლი + ქარი = ქარბუქი. აი ამ ტოლობის ჭეშმარიტებაში კარგად დაგვარწმუნა დღევანდელმა ამინდმა, მაგრამ ნათიას სიხალისემ და სითბომ სულ დაგვავიწყა გარეთ რა ხდებოდა. როგორც ყოველთვის ჩვეული შემართებით გაგავაცნო დღის გეგმა. შემდეგ საკმაოდ კარგი პრეზენტაციით კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და დავუბრუნდით პროექტის გეგმებს სადაც შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების შესაბამისი ველი. ამ ყველაფრის შემდეგ ვისაუბრეთ მოსწავლის მხარდაჭერის საკითხებზე (სკაფოლდინგი) და დავამუშავეთ ჩვენთვის სასურველი მოსწავლის მხარდაჭერის შაბლონი. მივიღეთ საშინაო დავალება (პროექტის აქტივობების  თანამიმდევრულად დაწერა ფურცელზე) და გავემართეთ შინისაკენ.

პ. ს. დღეს ანა ტეფნაძემ ქუდით გასაღები მოიტანა :))))))))))))))))))

9 комментариев:

  1. გეთანხმები, რომ არა ნათიას განწყობა, დღეს ვერ ვიმუშავებდით.მარტო გარდნერი კი არა, უძნაძეც გვჭირდება. წარმატებები!

    ОтветитьУдалить
  2. მე რა ვქნა ახლა, გადავიწერო მეშვიდე დღის რეფლექსია?

    ОтветитьУдалить
  3. ამინდის ფორმულა მომეწონა

    ОтветитьУдалить
  4. გაიხარე, ჯაბა, ყველაფერი დეტალურად აგიღწერია, ეს დღე მართლაც ასეთი საინტერესო იყო.წარმატებები!!

    ОтветитьУдалить
  5. მომდევნო ტრენინგზე მოლოდინი მაქვს, ანა ჩანთას გახსნის და ბავშვი დახვდება :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. სრულიად შესაძლებელია :))))))))

      Удалить
    2. ჯაბა არადა როგორ გამოგვადგა ჩემი შვილის სიცელქე, როგორი პატივი გვცა მისმა კოვზმა:))

      Удалить
  6. გისურვებ წარმატებებს

    ОтветитьУдалить