22.12.2013

დღე 9

2013 წლის 22 დეკემბერი, მეცხრე სატრენინგო დღე
ჩვენი ძალიან ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგის ბოლო დღე. დაუღალავმა ნათიამ ენერგიულად გაგვაცნო დღის გეგმა და დაიწყო....
პირველ რიგში გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები და შევამოწმეთ იყო თუ არა ყველა საჭირო ფაილი ადგილზე. აღმოჩნდა, რომ იყო. შემდეგ მოვახდინეთ ჩვენი საქაღალდის გადატანა ბლოგზე. აქ პატარა შესვენებამაც მოგვისწრო და გემრიელად მივირთვით ინტელ-ტორტი. სამუშაო დღის მეორე ნახევარში დავიწყეთ ჩვენი პროექტის გეგმების პრეზენტაცია. თითოეულ გამომსვლელს უფლება მიეცა 6 წუთის განმავლობაში მოეხდინა თავისი პროექტის გაცნობა. როგორც აღმოჩნდა ნათიას დაავიწყდა ჩემთვის წამზომის ჩართვა, მე კიდევ ქანცი გამძვრა ისე ვახდენდი პრეზენტაციას.
ტრენინგი დასრულდა....
ნათიამ ჩვენდა მოულოდნელად სერთიფიკატები ადგილზევე გადმოგვცა...
თბილი სიტყვებით და სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ნახვამდის მეგობრებო! მომავალ ტრენინგამდე!

პროექტი - ასურელი მამების ნაკვალევზე შიდა ქართლში

21.12.2013

დღე 8

2013 წლის 21 დეკემბერი, მერვე სატრენინგო დღე...
ქარბუქის ფორმულის გამეორება დღეს არ დაგვჭირდა. ტრენინგი შედარებით კარგი, მზიანი ამინდის ფონზე დაიწყო. ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის მიზნები და ჩვენც შესაბამისად გეგმის მიხედვით ვიმუშავეთ:

1. ფასილიტაციის დოკუმენტზე
2. მოსწავლეთა თვითრეგულირების უნარების რუბრიკაზე
3. პროექტის გეგმაზე

მივიღეთ დავალება და გავემართეთ შინისაკენ.

15.12.2013

დღე 7

2013 წლის 15 დეკემბერი, მეშვიდე სატრენინგო დღე.
თოვლი + ქარი = ქარბუქი. აი ამ ტოლობის ჭეშმარიტებაში კარგად დაგვარწმუნა დღევანდელმა ამინდმა, მაგრამ ნათიას სიხალისემ და სითბომ სულ დაგვავიწყა გარეთ რა ხდებოდა. როგორც ყოველთვის ჩვეული შემართებით გაგავაცნო დღის გეგმა. შემდეგ საკმაოდ კარგი პრეზენტაციით კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და დავუბრუნდით პროექტის გეგმებს სადაც შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების შესაბამისი ველი. ამ ყველაფრის შემდეგ ვისაუბრეთ მოსწავლის მხარდაჭერის საკითხებზე (სკაფოლდინგი) და დავამუშავეთ ჩვენთვის სასურველი მოსწავლის მხარდაჭერის შაბლონი. მივიღეთ საშინაო დავალება (პროექტის აქტივობების  თანამიმდევრულად დაწერა ფურცელზე) და გავემართეთ შინისაკენ.

პ. ს. დღეს ანა ტეფნაძემ ქუდით გასაღები მოიტანა :))))))))))))))))))

14.12.2013

დღე 6

2013 წლის 14 დეკემბერი, მეექვსე სატრენინგო დღე...
დღე პოზიტიურად დაიწყო, ჩემი ჯგუფის ქალბატონებმა საკმაოდ კარგი სასუსნავი მოიტანეს, რომელიც ცოტა მოგვიანებით დავაგემოვნეთ ცხელ ყავასთან ერთად. ნათიამ გაგვაცნო დღის სამუშაო გეგმა და დაიწყო...
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ნიმუშზე და შევავსეთ შეფასების გეგმის მოკლე მონახაზი, რომელიც ძირითადად ემყარებოდა შეფასების დროის ჩარჩოში ჩვენს მიერ დაგეგმილ შეფასების სტრატეგიებს. ბოლოს გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც განვათავსეთ, ჩვენს საქაღალდეში. მივიღეთ საკმაოდ მძიმე საშინაო (უფრო საშინელი) დავალება და გავემართეთ შინისაკენ.

მომავლის სკოლა


08.12.2013

დღე 5

2013 წლის 8 დეკემბერი. მეხუთე სატრენინგო დღე. ტრენინგი დაიწყო სამუშაო გეგმის გაცნობით. ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებების შესახებ, ამის შემდეგ ვიმუშავეთ ციტირებულ დოკუმენტზე, რომელიც შემდეგ მოვათავსეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში. გავაკეთეთ პროექტის გეგმის საპრეზენტაციო სლაიდები PowerPoint-ში, რომელიც საბოლოოდ განვათავსეთ ბლოგზე (შეგიძლიათ იხილით ერთი პოსტით ქვემოთ).  ბოლოს "მივჩეკეთ" (ამ სიტყვაზე კარგად ვიხალისე) პროექტის ჩეკლისტი. მივიღეთ საშინაო დავალება და გავეშურეთ სახლში.

დღე 5 - პროექტის გეგმის პრეზენტაცია

07.12.2013

დღე 4

2013 წლის 7 დეკემბერი. კიდევ ერთი საინტერესო და სამუშაოებით დატვირთული დღე. დღის დასაწყისში გავაკეთეთ წინა სატრენინგო დღის რეფლექსია, რის შემდეგაც ჩვენმა ტრენერმა გაგვაცნო სამუშაო დღის საკმაოდ "პუტკუნა" სამუშაო გეგმა. მოვახდინეთ საქაღალდეების ორგანიზება, ვაწარმოეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი  და რაც მთავარია დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. კონკრეტულად შევავსეთ გეგმის შემდეგი განყოფილებები: პროექტის თემის ავტორი, თემის მონახაზი, თემის საფუძვლები (სტანდარტები და ინიკატორები), მოსწავლეების სწავლის შედეგები, განვსაზღვრეთ კონკრეტული პროექტის ზოგადი, თემატური და შინარსობრივი კითხვები. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და საბაზისო უნარ-ჩვევები.

პ. ს. კოფე-ბრეიკმა ცოტა გამოგვაფხიზლა. :)

01.12.2013

დღე 3

2013 წლის 1 დეკემბერი, Intel-ის ტრენინგის მესამე დღე: ვინაიდან წინა სატრენინგო დღის განმავლობაში ინტერნეტთან წვდომა შეზღუდული იყო ბლოგზე რეფლექსია დღეს გავაკეთეთ. ბლოგებთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერი დღე გვქონდა: ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება, ბლოგის დიზაინის შეცვლა, ჩანართების გაკეთება. ყოველივე ამის შემდეგ გადავედით Intel-ის მეორე მოდულზე, სასწავლო პროექტების დაგეგმვა, რომლის ფარგლებშიც გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს, მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი). ბოლო საინტერესო აქტივობა იყო დოკუმენტის გაზიარება google drive-ის მეშვეობით. დოკუმენტების გაზიარების დროს საკმაოდ ვიხალისეთ ჩათის მეშვეობით.  კიდევ ერთი ნაყოფიერი დღე დასრულდა. მომავალ შაბათამდე მეგობრებო.

დღე 2

2013 წლის 30 ნოემბერს ინტელის ტრენინგის მეორე დღეს გავაკეთეთ წინა სატრენინგო დღის რეფლექსია. გავეცანით გამოცემის ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მოვახდინოთ საზოგადოების (მშობლების, მოსწავლეების...) ინფორმირება ჩვენს მიერ დაგეგმილ კონკრეტულ აქტივობასთან დაკავშირებით. შემდეგ გავეცანით ბროშურების და გაზეთების შაბლონებს, როგორც Word-ში, ასევე Intel-ის სახელმძღვანელოში. წარმოვადგინეთ საპროექტო იდეები. ვიმუშავეთ ბროშურის მომზადებაზე. 

დღე 1

2013 წლის 24 ნოემბერს გავეცანით პროექტის გეგმას, ვნახეთ ინტელის მიერ მომზადებული ვიდეოფაილი. ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის მიზნით შევქმენით საქაღალდე. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ამის შემდეგ ინტელის სახელმძღვანელოდან გადმოვიტანეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და შევინახეთ შეფასებების საქაღალდეში. გავეცანით პროექტის გეგმას და შესაბამისად შევინახეთ სასწავლო პროექტის გეგმაში. ასევე მოხდა პორტფოლიოს რუბრიკის გაცნობა და შემდეგ გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.