27.06.2018



წარმატებული მასწავლებლის მახასიათებლები

1. წარმატებულ მასწავლებლებს აქვთ მკაფიო მიზნები.
2. წარმატებულმა მასწავლებლმა იცის როდის უნდა მოუსმინოს და როდის არა მოსწავლეებს.
3. წარმატებულ მასწავლებელს აქვს კარგი განწყობა.
4. წარმატებული მასწავლებელი მოელის წარმატებას მოსწავლეებისგან.
5. წარმატებულ მასწავლებელს აქვს იუმორის გრძნობა.
6. წარმატებულ მასწავლებელს სწავლების საკუთარი მეთოდი აქვს.
7. წარმატებულ მასწავლებელს აქვს ურთიერთობა მოსწავლეების მშობლებთან.
8. წარმატებულ მასწავლებელს უყვარს თავისი საქმე.
9. წარმატებული მასწავლებელი არ ერიდება ცვლილებებს.
10. წარმატებული მასწავლებლები არასდროს წყვეტენ სწავლას!


20.08.2014

  გაბრიელა მისტრალი
 მასწავლებლის ათი მცნება
1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.
7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.


                                                                                 

06.03.2014

დაიწყო...

მოგესალმებით მეგობრებო, უკვე დავიწყეთ პროექტის, ასურელი მამების ნაკვალევზე შიდა ქართლში, განხორციელება. პროექტის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ბლოგი და იქ მოგვადევნოთ თვალი. 

22.12.2013

დღე 9

2013 წლის 22 დეკემბერი, მეცხრე სატრენინგო დღე
ჩვენი ძალიან ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგის ბოლო დღე. დაუღალავმა ნათიამ ენერგიულად გაგვაცნო დღის გეგმა და დაიწყო....
პირველ რიგში გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები და შევამოწმეთ იყო თუ არა ყველა საჭირო ფაილი ადგილზე. აღმოჩნდა, რომ იყო. შემდეგ მოვახდინეთ ჩვენი საქაღალდის გადატანა ბლოგზე. აქ პატარა შესვენებამაც მოგვისწრო და გემრიელად მივირთვით ინტელ-ტორტი. სამუშაო დღის მეორე ნახევარში დავიწყეთ ჩვენი პროექტის გეგმების პრეზენტაცია. თითოეულ გამომსვლელს უფლება მიეცა 6 წუთის განმავლობაში მოეხდინა თავისი პროექტის გაცნობა. როგორც აღმოჩნდა ნათიას დაავიწყდა ჩემთვის წამზომის ჩართვა, მე კიდევ ქანცი გამძვრა ისე ვახდენდი პრეზენტაციას.
ტრენინგი დასრულდა....
ნათიამ ჩვენდა მოულოდნელად სერთიფიკატები ადგილზევე გადმოგვცა...
თბილი სიტყვებით და სურვილებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ნახვამდის მეგობრებო! მომავალ ტრენინგამდე!

პროექტი - ასურელი მამების ნაკვალევზე შიდა ქართლში

21.12.2013

დღე 8

2013 წლის 21 დეკემბერი, მერვე სატრენინგო დღე...
ქარბუქის ფორმულის გამეორება დღეს არ დაგვჭირდა. ტრენინგი შედარებით კარგი, მზიანი ამინდის ფონზე დაიწყო. ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის მიზნები და ჩვენც შესაბამისად გეგმის მიხედვით ვიმუშავეთ:

1. ფასილიტაციის დოკუმენტზე
2. მოსწავლეთა თვითრეგულირების უნარების რუბრიკაზე
3. პროექტის გეგმაზე

მივიღეთ დავალება და გავემართეთ შინისაკენ.

15.12.2013

დღე 7

2013 წლის 15 დეკემბერი, მეშვიდე სატრენინგო დღე.
თოვლი + ქარი = ქარბუქი. აი ამ ტოლობის ჭეშმარიტებაში კარგად დაგვარწმუნა დღევანდელმა ამინდმა, მაგრამ ნათიას სიხალისემ და სითბომ სულ დაგვავიწყა გარეთ რა ხდებოდა. როგორც ყოველთვის ჩვეული შემართებით გაგავაცნო დღის გეგმა. შემდეგ საკმაოდ კარგი პრეზენტაციით კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და დავუბრუნდით პროექტის გეგმებს სადაც შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების შესაბამისი ველი. ამ ყველაფრის შემდეგ ვისაუბრეთ მოსწავლის მხარდაჭერის საკითხებზე (სკაფოლდინგი) და დავამუშავეთ ჩვენთვის სასურველი მოსწავლის მხარდაჭერის შაბლონი. მივიღეთ საშინაო დავალება (პროექტის აქტივობების  თანამიმდევრულად დაწერა ფურცელზე) და გავემართეთ შინისაკენ.

პ. ს. დღეს ანა ტეფნაძემ ქუდით გასაღები მოიტანა :))))))))))))))))))